“ეს არ არის ის არჩევნები, რომელიც მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ანაღვლებდეს” – ნიკა მელია მეორე ტურზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია, საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით არ შევიდეს პარლამენტში.

„ყველა ამომრჩეველი, ვინც არ არის მზად მიიღოს მოცემულობა, რომ საკუთრებაში წაიღოს ივანიშვილმა ქვეყანა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, ბუნებრივია არჩევანი უნდა გააკეთოს ივანიშვილის საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგოდ და ყველა გონიერი პოლიტიკოსიც ასე უნდა იქცეოდეს. ეს არ არის ის არჩევნები, რომელიც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას უნდა ანაღვლებდეს და მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებულ ოპოზიციურ გაერთიანებას. მიმაჩნია, რომ ყველანი უნდა გამოვიდეთ საარჩევნო ყუთებთან,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: მზად ვარ, ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობების გასაღრმავებლად ვიმუშაო
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა