ეს ადგილობრივების პასუხია, მშვიდობიანი აქციის გუშინდელ დარბევაზე – გუმათში აქციისთვის ემზადებიან

გუმათის დასახლებაში დღეს, 13 აპრილს აქციისთვის ემზადებიან. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ეს ადგილობრივების პასუხია, მშვიდობიანი აქციის გუშინდელ დარბევაზე. პროტესტს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდებიან.

რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედებები უკანონოა და მოსახლეობა, პროტესტს მანამ გააგრძელებს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“ჩვენი მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი. ჩვენი აქციის დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ კომპანია ენკას დაეტოვებინა ხეობა და 6 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ისე განავითარა თავისი უგუნური ნაბიჯებით ჩვენი მოთხოვნა, რომ დღეს დღის წესრიგში დადგა ბლოკპოსტის მოხსნის მოთხოვნა.

იმდენად წარმოუდგენელი, უსამართლო და აბსურდული სიტუაცია შექმნა, ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუნდაც არ იყოს დაინტერესებული ჰესის აშენება/არაშენების თემით, მისთვისაც აღმაშფოთებელია.

ჩვენ ჰესის აშენების/არაშენების თემას საერთოდ დაგვავიწყა ხელისუფლებამ, იმ უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც სამწუხაროდ გვიან გასაჯაროვდა ხელშეკრულებაში, რომ ამ ხეობის ნაწილი, რომელიც გადაგვიკეტა უცხოურმა კომპანიამ, თურქულმა კომპანიამ გადაგვიკეტა მთლიანად ტერიტორიაზე მოძრაობის საშუალება, ეგ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამის გაპროტესტებით, რა თქმა უნდა, არ დავიღლებით”,- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმეორე განახლებულმა „სუ-25“-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა
შემდეგი სტატიაშსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა