“ეს ადამიანები ბოლომდე განეიტრალებულები არ არიან … ” – მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის და დაცვის სხვა ყოფილი წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მისი განცხადებით, დევნის დაწყების საფუძველი, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, პროკურატურას გააჩნია. მამალაძის მტკიცებით, დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა, თუმცა მას ეს დანაშაული საკუთარ თავზე ააღებინეს.

“მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, ვფიქრობ , წინ არაფერი არ უდგას იმას, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ, ასევე დაცვის სხვა წევრების წინააღმდეგ, დაიწყოს მინიმუმ სისხლის სამართლებრივი დევნა იქიდან გამომდინარე,რომ ეს ადამიანები ბოლომდე განეიტრალებულები არ არიან … მტკიცებულებები, რომელიც მეც მივაწოდე გამოძიებას, ასევე ჩემი ჩვენებაც დევს ამ გამოძიებაში, თუმცა იმის გამო, რომ მამა გიორგი მამალაძემ აბსოლუტურად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ ჩათვალა რომ დაესახელებინა ეს პირები და ასე გამოდის, რომ მას საკუთარ თავზე ააღებინეს ეს დანაშაული” – აცხადებს მამალაძე.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ პლებისციტის მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებები – სახალხო დამცველს შენიშვნები აქვს