ერთი გარდაცვლილი და 8 დაშავებული – ავარია გორი-ტყვიავის გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ტყვიავის გზაზე, მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ძევერასთან, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულია რვა მგზავრი. მათ შორის არის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულების ნაწილი გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, სამის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
შემდეგი სტატიარულან აბაშიძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა