ერთი და იგივე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

„რაც უგულავას თავს ხდება არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა. ყველაზე მეტად წლების განმავლობაში სწორედ გიგი უგულავასთან ვიყავი დაპირისპირებული. მისი კრიტიკა შეწყვეტილი მქონდა მხოლოდ მისი ციხეში ყოფნის დროს.

ამის მიუხედავად ერთი და იგივე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი,“ – წერს სოცილულ ქსელში ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე : შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, მინიმუმ სამი პოლპატიმარი უკვე გვყავს