ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა – ლანჩხუთის მერი (ვიდეო)

“მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა. ამ ეტაპისთვის, ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა. ამ სახლის სხვა მცხოვრებლებმა გამოასწრეს, როგორც ვიცი. დილიდან ტექნიკა გავგზავნეთ, მაგრამ ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახი. ახლაც წვიმს, უბრალოდ ისე ძალიან აღარ, როგორც მთელი ღამე წვიმდა. ამ წუთისთვის, სხვა მოქალაქეებს არ ვეძებთ. 10-მდე სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია. გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან. მობილიზებულია ტექნიკა. ბევრ ადგილზე მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერს რას ვუზამთ, მაგრამ ვცდილობთ მოსახლეობა გამოვიყვანოთ” – აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – საქართველოში არაფორმალური ოლიგარქია და კლეპტოკრატიაა, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ჩვენს პარტნიორებთან და საქართველოს მოქალაქეებთან ამ პრობლემის იდენტიფიცირებას საჯაროდ მოახდენს
შემდეგი სტატიაბორელი – ევროკავშირი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს 12 პრიორიტეტის შესრულებაში, ერთგული ვართ ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი