ეროვნული თანხმობის, მშვიდობის, სტაბილურობის მისაღწევად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ – ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ეროვნული თანხმობისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის მისაღწევად.

„ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც განაცხადა, რომ როგორ განვითარდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოვლენები, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. არა მარტო გიგი უგულავას განცხადება, არამედ ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე გრძნობს, რომ დღეს არა პოლიტიკური შურისძიების ან მოტივაციის გამო, არამედ ეროვნული თანხმობის, მშვიდობის, სტაბილურობის მისაღწევად, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივების გათვალისწინებით უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალი სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა… აქვს წნევები და მუდმივი სიცხე – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა „აზოვსტალი“ – არესტოვიჩი