ახალი სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა… აქვს წნევები და მუდმივი სიცხე – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. მისი თქმით, დღეს, მესამე პრეზიდენტს თერმორეგულაციაც დარღვეული აქვს, აწუხებს წნევები და აქვს მუდმივი სიცხე.

ყოველი შესვლა უარესია. ძაან რთული ასატანი ხდება ნებისმიერი შემსვლელისთვის, განსაკუთრებით მისი ახლო მეგობრებისთვის ამ ყველაფრის ყურება. ოჯახის წევრები, მართლა, კიდევ კარგი, რომ ვერ შედიან და ამას ვერ ხედავენ. მას ახალი სიმპტომები აქვს, მე მიწევს ამის გახმოვანება იმიტომ რომ ექიმებს შიგნით არ უშვებენ. ეს ახალი სიმპტომია თერმორეგულაციის მორღვევა, იმიტომ რომ ცივი წყლის დალევისას მას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა. შესაბამისად, პრობლემა დაემატა ახალი, ეს სიმპტომია, თავისთავად ცხადია, თერმორეგულაციის დარღვევა.

რას იტყვის ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი, მე არ ვიცი. შესაბამისად, მოვისმენთ ალბათ ეხლა ამასთან დაკავშირებით კომენტარს. ეხლა უკვე პიკური მდგომარეობაა აქ ასე ვთქვათ, წნევების, რომელიც იყო დავარდნილი, ახლა ისევ პიკურ მდგომარეობაშია. არ ვიცი არც ეს რას ნიშნავს, მე უბრალოდ სიმპტომებს ვყვები პირველ რიგში ექიმებისთვის, რომ მათ გარკვეული დასკვნები გააკეთონ. და რაც ძალიან ნიშანდობლივია ჩემი აზრით, მუდმივი სიცხე აქვს 37-დან 37,5-მდე, რაც ჩემი აზრით ცხადყოფს იმას, რომ რაღაცა ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, მაგრამ არ ვიცით, რა. მე ამას ისე ვამბობ როგორც სიმპტომს, ექიმებისთვის განსახილველად.

მე დღეს მოვითხოვე მის პირად ექიმთან გასაუბრება, ვინც არის აქ, ქალბატონი ნანა მიქავა. მე ამის შესაძლებლობა არ მომეცა. მივმართავ ქალბატონ ნანა მიქავას, რომ სააკაშვილისთვის ყურში რამის თქმა ან კაბინეტში რამის თქმა არ არის საკმარისი, უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას, ზოგადად რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ვიცით, რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია მისი მკურნალობა და როგორც მინიმუმ, რეფერალურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. რეფერალურ კლინიკას რაც შეეხება, პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, ექიმების დასკვნებიდან გამომდინარე, რომ იგი უნდა იქნას გადაყვანილი რეფერალურ კლინიკაში დაუყოვნებლივ, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ხუნდაძესა და სერგეენკოს
შემდეგი სტატიაეროვნული თანხმობის, მშვიდობის, სტაბილურობის მისაღწევად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ – ბეჟაშვილი