ეროვნული ბანკის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე არსებითი განხილვა ხვალ 12:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დარგის სპეციალისტ გოჩა თუთბერიძეს მოუსმენს. დამატებითი მოწმის მიწვევის შუამდგომლობა პარლამენტს ეკუთვნის.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს თებერვლის დასაწყისში მოუსმინა. გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბანკი ვეღარ შეასრულებს თავის საკონსტიტუციო მანდატს.

მოსარჩელე “თავისუფალი დემოკრატების” და “ნაციონალური მოძრაობის” 39 დეპუტატი არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც “საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო” შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკამყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე. პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

banner
წინა სტატიაშიფიდელ და რაულ კასტროების უფროსი ძმა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასოხუმი-ფსოუს პირველი ავია რეისი შედგა