ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა შესული. წარდგენილი კანდიდატების ვინაობას ადმინისტრაციაში არ ასახელებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესენი არიან გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე, არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე.
გიორგი ბაქრაძე ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. ეკონომისტი ნია შარაშიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქმიანობს, არჩილ იაკობაშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, რაც შეეხება გიორგი ფაილოძეს, ის პროფესიით ფინანსისტია და ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიღებას 27 იანვარს დაასრულებს, რის შემდეგაც დარგის ექსპერტებთან კანდიდატურების განხილვა დაიწყება.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიH1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში 12 საათზე ბრიფინგი გაიმართება