ეროვნული ბანკის განცხადების მიუხედავად, კობა გვენეტაძის მოსმენის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, კობა გვენეტაძის მოსმენის საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

კომიტეტის სხდომა 26 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული, სადაც გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თაობაზე და ასევე, “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზეა მიწვეული.

“როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენატაძე კონკრეტული მიზეზების გამო, ხვალინდელ შეხვედრას საჭიროდ არ თვლის, თუმცა იმის მიუხედვად, რომ შესაძლოა მის განცხადებაში გასათვალისწინებელი არგუმენტებია მოყვანილი, კომიტეტის სხდომის გადადების უფლებამოსილება მე არ მაქვს. ეს არის ოპოზიციის თხოვნა და საკითხის გადადება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ამის თაობაზე მომთხოვნი და მოთხოვნილი ერთმანეთში შეთანხმდებიან. არ მგონია ასეთი შეთანხმება იყოს. ამიტომ ჩვენ აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის სხდომაზე მაინც ვიმსეჯელბთ, იმის მიუხედავად, მოვა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. თუ არ მოვა, მის ინფორმაციას განვიხილავთ და ჩვენს დასკვნას გავაკეთებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” დატოვონ
შემდეგი სტატია„თიბისი ბანკში“ ადასტურებენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხვალინდელ საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ