ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” დატოვონ

წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს–ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” დატოვონ.

ზაზა პაპუაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დეპუტატი ოთარ ჩრდილელი კი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

“არა, არ ვტოვებ უმრავლესობას. ეს ისეთივე ცრუ ინფორმაციაა, როგორც ის, რომ მრიცხავდნენ „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ მირზა სუბელიანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის განცხადების მიუხედავად, კობა გვენეტაძის მოსმენის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება