„თიბისი ბანკში“ ადასტურებენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხვალინდელ საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში ხვალისთვის დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკში“ განუცხადეს.

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე განხილვა პარლამენტში ძალაშია. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას გეგმავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე“,- განაცხადეს „თიბისი ბანკში“.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოხსენება ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

დღის წესრიგის მიხედვით, მოხსენების პირველი თემა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს ეხება, ხოლო მეორე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.

ამასთან, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ეროვნულმა ბანკმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის განცხადების მიუხედავად, კობა გვენეტაძის მოსმენის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე – ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალური და ნებისმიერი მესამე მხარისთვის დახურულია