ეროვნულ გამოცდებს წელს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ექვსი არასრულწლოვანია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს“< – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : საქართველო მზად არის, სომხეთს დახმარება გაუწიოს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ფაქტობრივად, მაუწყებლებს უნიშნავენ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება რეპრესიული მიზნებისთვის