“ერეკლე კოდუასგან მიღებული გვქონდა „ტელეიმედის“განეიტრალების და ეთერის გათიშვის დავალება”

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

2007 წლის 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სოდ-ისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ.

სოდ-ის ყოფილი თანამშრომლის დავით დათაშვილის თქმით, 7 ნოემბერს, დილით სოდ-ში განგაშის სიგნალი გამოცხადდა. თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები წავიდნენ და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ განლაგდნენ. დავით დათაშვილი აცხადებს, რომ მათ ადგილზე ხელმძღვანელობდა ერეკლე კოდუა, რომელიც მაშინ სოდ-ის უფროსი იყო. სოდ-ის ერთერთი განყოფილების ყოფილმა უფროსმა ასევე განაცხადა, რომ საღამოს მათ „იმედში“ მისვლა დაავალეს.

“ჩვენი დავალება იყო „იმედის“ განეიტრალება, ეთერის გათიშვა, ადგილზე იმყოფებოდა ერეკლე კოდუაც. დავალება იყო ასეთი – ყველა კარები უნდა გაღებულიყო, თუ არადა უნდა შენგრეულიყო. ოთახებიდან ძალისმიერი მეთოდებით გამოგვყავდა ჟურნალისტები. გავაღეთ კარები და მაშინ გიორგი თარგამაძე იყო წამყვანი, რომელსაც ვუთხარი გამობრძანდითქო, ხელი მოვკიდე და გამოვაცილე, კოდუასგან იყო ბრძანება – აპარატურა დააზიანეთო”, -განაცხადა დათაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ოპერაციის შემდეგ მათ ხელფასის ოდენობის პრემია ჩაერიცხათ.

პროცესზე ასევე დაიკითხა კუდ-ის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი არჩილ არევაძე. მისი განცხადებით, 7 ნოემბერს,კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიასგან მიიღეს ბრძანება რუსთაველის გამზირის გასუფთავების. მოწმის განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდა დავით ახალაია და ერეკლე კოდუაც. არევაძემ დაადასტურა, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ხელკეტები დაარტყეს ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს და ასევე ჟურნალისტებსაც. მისივე თქმით, ადგილზე იყო თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე შს მინისტრად მამუკა მდინარაძის შესაძლო დანიშვნის საკითხზე კონსულტაციების გამართვას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ვერავინ ვერ შეეხება