კობახიძე შს მინისტრად მამუკა მდინარაძის შესაძლო დანიშვნის საკითხზე კონსულტაციების გამართვას არ ადასტურებს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, კობახიძე აცხადებს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და კონკრეტულ კომენტარებს ის გააკეთებს.

“კონსულტაციები ბუნებრივია დაწყებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით ასევე საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით, თუმცა, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე, ბუნებრივია პრემიერი გააკეთებს კონკრეტულ განცხადებას”,-აღნიშნა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციები დღესაც გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაში„გარდენია შევარდნაძეში” ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატია“ერეკლე კოდუასგან მიღებული გვქონდა „ტელეიმედის“განეიტრალების და ეთერის გათიშვის დავალება”