ერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა

ერდორანმა პუტინს ბოდიში მოუხადა

ერდოღანითურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სუ-24-ის პილოტის დაღუპვასთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა – განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა მწუხარება გამოთქვა დაღუპული რუსი პილოტის გამო და თქვა სიტყვა “ბოდიში” – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, თურქეთის ლიდერმა მზაობა გამოხატა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ მათ შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა აღსდგეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში თურქეთის მიერ სუ-24-ის ჩამოგდების გამო დაიძაბა. მაშინ ქვეყნებმა ერთმანეთს სანქციებიც დაუწესეს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და თუ ჩამოვა, მას დააკავებენ
შემდეგი სტატიაანტალიის მთავრობამ სამ კურორტში ევაკუაცია გამოაცხადა