ანტალიის მთავრობამ სამ კურორტში ევაკუაცია გამოაცხადა

ანტალიის მთავრობამ ათობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა ტყეების მასშტაბური ხანძრის გამო – თურქული Hurryet Daily News-ი წერს.
ხანძარი ქალაქ კუმლუჯაში 24 ივნისს დაიწყო და გუშინ განახლდა. ჩასაქრობად მობილიზებულია ვეტმფრენებიც და თვითმფრინავებიც. ხანძარი მოედო, ასევე, ადრასანისა და ოლიმპოსს ტერიტორიებს. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.
ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ევაკუირებული არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები: “არ ვიცით რა მოხდება, რა მიმართულებით წაიღებს ქარი ცეცხლს” – განაცხადა კულმუჯას მხარის გუბერნატორმა პოლატ კაიამ.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიაBrexit-ის პირველი კორპორატიული მსხვერპლი