თეა წულუკიანი: სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და თუ ჩამოვა, მას დააკავებენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მას დააპატიმრებენ.

აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“მიხეილ სააკაშვილი არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. როგორც კი, ის გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, მას დააკავებენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემას არ განვიხილავ
შემდეგი სტატიაერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა