ჯაზის და რიტმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავი ნატალი კოლი გარდაიცვალა

n165 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის და რიტმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავი ნატალი კოლი.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა “Unforgettable”, რომელსაც მამასთან, ნათ კინგ კოლთან ერთად ასრულებს.
ნოემბრის ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მისი საახალწლო ტურნე გადაიდო.
ნატალი კოლი “გრემის” ათჯერ მფლობელია.
“ასოშეითედ პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნატალი კოლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარების გამო ლოს-ანჟელესის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი დღის წინ გარდაიცვალა.

“ნატალი მთელი შემართებით ებრძოდა დაავადებას. ის გარდაიცვალა ისე, როგორც ცხოვრობდა … ღირსებით, სიმამაცით და ამაყად. ჩვენ დაგვაკლდა საყვარელი დედა და და, მაგრამ ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში” – ნათქვამია ნატალის შვილის რობერტ იანსის და ნატალის დების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

n2
ნატალი წლების მანძილზე ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. შემდეგ კი – ჰეპატიტის რთულ ფორმას. 2009 წელს მას ღვიძლი გადაუნერგეს.
მიუხევად იმისა, რომ ნატალი კოლს ბევრი ჰიტი აქვს, ყველაზე პოპულარულად მაინც მისი და ნათ კინგ კოლის დუეტი ითვლება, რომელც ხმის რეჟისორების დიდი მუშაობის შემდეგ გახდა შესაძლებელი – დუეტი ნათ კინგ კოლის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ იქნა ჩაწერილი.

 

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიის ცაზე ტრამპის შეურაცხმყოფელი წინადადებები დაწერეს
შემდეგი სტატიაერდოღანის ადმინისტრაცია: პრეზიდენტს ჰიტლერის შექება არ უნდოდა