ერაყის არმია ,,ფეშმერგასთან,, ერთად მოსულის ასაღებად ემზადება

14528395_649147351912122_2112550203_nერაყის არმია და ერაყის ქურთისტანის სამხედრო დაჯგუფება ,,ფეშმერგა,, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოლო ერაყული ფორპოსტის, ქალაქ მოსულის ასაღებად ემზადებიან…
ერაყის პრეზიდენტის ფუად მასუმის განცხადებით, ქვეყნის არმია, ,,ფეშმერგას,, ნაწილებთან ერთად ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ტერორისტებისაგან განსათავისუფლებლად ინტენსიურად ემზადებიან…
,,ერაყის სამხედრო სარდლობა, ,,ფეშმერგას,, სახალხო რაზმები, ქვეყნის პემიერთან კოორდინაციაში მოსულის განთავისუფლების ოპერაციას მოამზადებენ… მინდა გითხრათ, რომ მოხალისეებისა და ერაყის არმიის ნაწილებმა, საკმაოდ დიდი წარმატებებს მიაღწიეს… ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ძალიან დიდი ტერიტორიები ჰქონდა ერაყში დაპყრობილი… დღეს ისინი მხოლოდ მოსულს აკონტროლებენ. სამხედროები იქნებიან პასუხისმგებლები მოსულის განთავისუფლების მისიაზე,, განაცხადა ერაყის პრეზიდენტმა ,,ეურონიუსთან,, საუბრისას.
პრეზიდენტმა მასუმმა, დადებითად შეაფასა კოალიციაში შემავალი იმ ქვეყნების როლი, რომლებიც ერაყს ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან… ,,ყველა ეს ქვეყანა, თურქეთის გამოკლებით, რომელიც ჩვენტან დაუკითხავად შემოიჭრა, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობით და თხოვნით იბრძვიან ჩვენს მხარდამხარ,, აცხადებს ერაყის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში(video) მოხდა თუ არა მკვლელობა “ოცნების” კონცერტზე-კადრები შემთხვევის ადგილიდან
შემდეგი სტატია15 წლის ბიჭს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული