15 წლის ბიჭს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული

14466279_649153668578157_69360998_oფონიჭალაში მკვლელობის ახალი დეტალები ცნობილი ხდება: 15 წლის ბიჭს ბასრი საგნით, სავარაუდოდ დანით, ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

კლინიკა მედ ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ოპერაცია კი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. ცნობილია, რომ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობის გარდა ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მედ ჯორჯიასთან ამ დრომდე რჩებიან დაღუპულის ოჯახის წევრები. ფონიჭალაში პოლიციის განყოფილებაში კი დაკითხვა გრძელდება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმია ,,ფეშმერგასთან,, ერთად მოსულის ასაღებად ემზადება
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს რომის პაპი ჩამოვა