ერაყელმა სამხედროებმა უძველესი ქალაქი ნიმრუდი გაანთავისუფლეს

1ერაყელმა სამხედროებმა უძველესი ქალაქი ნიმრუდი, რომელიც მოსულთან ახლოს მდებარეობს, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებისგან გაანთავისუფლეს – დღეს, 13 ნოემბერს წერს Reuters-ი.
“მეცხრე დივიზიის მეომრებმა ნიმრუდი სრულიად გაანთავისუფლეს და მასზე ერაყის დროშა აღმართეს” – სააგენტო სამხედროების განცხადებას ავრცელებს.
ნიმრუდი მესოპოტამიაში უძველესი ქალაქია, ის ჩვენს წელთააღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში დაარსდა.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონი საკუთარ მარცხში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის ხელმძღვანელი თურქეთს სანქციებით ემუქრება