ევროპარლამენტის ხელმძღვანელი თურქეთს სანქციებით ემუქრება

2ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი თვლის, რომ ბრიუსელმა აუცილებლად უნდა განიხილოს თურქეთისათვის სანქციების დაწესება, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო. ინტერვიუდან ნაწყვეტს Bild am Sonntag-ი აქვეყნებს.
“მიმდინარე წლის ბოლოს საბაჟოთა კავშირის რეფორმა უნდა დაიწყოს, რომლის წევრიც თურქეთია. ვერ წარმომიდგენია, რომ ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავების შემდეგ საბაჟო კავშირს გავაფართოვებთ” – განაცხადა შულცმა.
პარლამენტის სპიკერმა ასევე გაიხსენა თურქეთში სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღება. მისი თქმით, თუკი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს ანკარა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე დიალოგი საბოლოოდ შეწყდება.

banner
წინა სტატიაშიერაყელმა სამხედროებმა უძველესი ქალაქი ნიმრუდი გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის პროკურატურა პრეზიდენტს მკითხავი მეგობრების გამო დაკითხავს