ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით იმის გამო დაინფიცირდა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. როგორც ჰოსპიტალის სამედიცინიო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ის კლინიკიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ბავშვს მის მკურნალობაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს.

“სხვა დეტალებზს ვერ გესაუბრებით, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა”, -განაცხადა სულხან ორჟონიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი-კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტიც ვიქნები
შემდეგი სტატიაბათუმში მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი ჩამოვარდა