ბათუმში მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი ჩამოვარდა

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული 35 წლის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულ მამაკაცს პოლიტრავმები აქვს მიღებული. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით იმის გამო დაინფიცირდა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა
შემდეგი სტატიასასამართლომ ტერორისტებისათვის მომსახურების გაწევის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა