ექსპრეზიდენტი უკრაინელ ხალხს მიმართავს

„უკრაინის მიმართ ყველაზე მაღალი საფრთხის ფონზე საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკისთვის მინდა, მთელ უკრაინას ბოდიში მოვუხადო.

2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩვენთან ერთად იდგა თბილისის მთავარ გამზირზე და პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური დახმარების პაკეტის ინიცირება მოახდინა. კოშმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება (რომელმაც არჩევნები მოიპარა) გაჩუმდებოდა, თუმცა საქართველოში ყველას ესმის, რომ თუ უკრაინას უბედურება დაემართება, საქართველო შეიძლება უბრალოდ გაქრეს რუკიდან. მე დავინახე ხელისუფლების ეს დამოკიდებულება ჩემს სასამართლო პროცესზე, სადაც პროკურორები სულელურად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდნენ.

ჩემი პარტია, რომელსაც ქართველების უმეტესობა უჭერს მხარს და ფაქტობრივად მოიგო ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, უკრაინის მხარდასაჭერად არაერთ განცხადებას აკეთებს და უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლების მხარდამჭერ აქციებს აწყობს. უკრაინის მოყვარული ქართველების 90% ასე ფიქრობს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშემზარავი კადრები თბილისის მეტროდან
შემდეგი სტატიაშსს პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტს ეხმაურება