საზოგადოებრვი ტრანსპორტით მგზავრობა, რეალურად, არ ძვირდება

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი არცთუ სახარბიელოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გადახდის სისტემის შეცვლა, ერთი შეხდვით, სასიამოვნო არ არის, თუმცა კარგად თუ დავუკვირდებით, ე.წ. სააბონენტო სისტემის ამოქმედება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას კი არ აძვირებს, პირიქით, აიაფებს კიდეც.

მოკლედ, როგორც ცნობილია, ახალი წლიდან, ანუ 2002 წლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე 90-წუთიანი, ერთდღიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება და ყველა აბონიმენტი სხვადასხვა ფასი ეღირება.

კერძოდ, ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათის ყიდვა ლარად შეგეზლებათ; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათს 20 ლარად შეიძენთ; ულიმიტო, ერთთვიანი ბარათს – 40 ლარად; ულიმიტო, სამთვიანი ბარათს – 100 ლარად; ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათს – 150 ლარად; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათს კი – 250 ლარი.
100, 150 თუ 250 ლარი თვალს ჭრის, ანუ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გზავრობა ძვირდება, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, სააბონენტო სისტემის ამოქმედებით, თითოეული ადამიანი თვეში, მინიმუმ, 20 ლარს ზოგავს. ჟურნალისტი მაია მიშელაძე, რომელიც წლებია, ეკონომიკურ მოვლენებს აშუქებს, საკუთარ მაგალითზე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად კი არა, დღეში რამდენჯერმეც მგზავრობს, თუმცა სააბონენტო სისტემის ამოქმედების შემდეგ, მგზავრობა მისთვის არ გაძვირდება.

„ვცხოვრობ გარეუბანში, ლოტკინზე, სადაც არ არის მეტრო. ჩემი ოფისი მარჯანიშვილზეა. იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდე, მჭირდება ლურჯი მიკროავტობუსი (ლოტკინიდან გადასასვლელ ხიდამდე) და შემდეგ – მეტრო. სიამოვნებით წავიდოდი გადასასვლელი ხიდიდანაც მიკროავტობუსით, მაგრამ იმდენ ხანს უნდა ველოდო, რომ მირჩევნია, მეტროთი გავქანდე, ანუ მიკროავტობუსს+მეტრო=50 თეთრს, მაგალითად, 10-12 წლის წინ, 1.00 ლარი დამიჯდებოდა (მეტად შორს არ წავალ, თორემ 15-ოდე წლის წინ, მიკროავტობუსით მგზავრობა 20 თეთრიც ღირდა). საღამოს გვიან, ოფისიდან მეტროში ჩავდივარ, მეტროდან მიკროავტობუსით ვმგზავრობ სახლამდე, თუ ოდესმე, ჩავჯექი, რადგან საღამოს გადასასვლელ ხიდზე, ჩვეულებრივი „მეორედ მოსვლაა“. ესე იგი, დღეში მჭირდება 1.00 ლარი, მხოლოდ ტრანსპორტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან სადმე არ გავედი (ამას არ ვთვლი). 3.00 ლარი რომ დავრიცხო ჩვეულებრივ „მეტრომანზე“, რომელიც გვაქვს, მხოლოდ სამი დღის ხარჯია. ოღონდ, ახალი წესის მიხედვით, თუ 3-ლარიან აბონემენტს შევიძენ ყოველდღიურად, ერთი კვირა ულიმიტოდ ვიმგზავრებ.
კვირაში 7 დღეა. აქამდე მოქმედი მგზავრობის პრინციპით, კვირაში (7 დღეში), მჭირდებოდა ზუსტად 7 ლარი და რა გამოვიდა ახალი ტარიფით? – დიახ, დიახ, არაფერი შეცვლილა, ისევ 7.00 ლარი დამჭირდება, ოღონდ თუ დღის განმავლობაში, კიდევ სხვაგანაც დამჭირდება წასვლა, გამოდის, რომ დღეში 3.00 ლარად – ულიმიტოდ, კვირაში კი, ჯამში, 7.00 ლარად ულიმიტოდ ვიმგზავრებ, რაც ახლა მოქმედი ტარიფებით, გაცილებით მეტი მიჯდება,“
– ამბობს ჟურნალისტი მაია მშელაძე და დასძენს, რომ საკუთარ მაგალითზე მხოლოდ სახლიდან სამსახურში და პირიქით – სამსახურიდან სახლში მისვლის ხარჯი დაითვალა.

ზოგადად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სააბონენტო სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ჩვენს მეზობელ თურქეთშიც და ამის შესახებ ყველა იმ ადამიანმა იცის, ვინც იგივე სტამბულში ერთხელ მაინც ყოფილა, ანუ ტურისტებიც, ადგილობრივებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არცევანს სააბონენტო გადახდაზე აკეთებენ, რადგან ელემენტარული არითმეტიკით, ამ სისტემით მგზავრობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ეთჯერადად გადახდისას, მაგრამ საქართველოში ხომ ერთგვაარი ტრადიციაა – ყველაფერი, კარგიც კი უნდა გავაპროტესტთ და აჟიოტაჟი ავტეხოთ, თუმცა ჟურნალისტ მაია მიშელაძის მაგალითზეც ნათელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება და ადამიანები მგზავრობაში ისევ იმდენს დახარჯავენ, რამდენსაც აქამდე ხარჯავდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი, შესაძლოა, მცირე დანაზოგიც გააკეთონ!

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება