ექსკლუზივი-ზუგდიდში დავით სააკაშვილს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გუშინ საღამოს, ზუგდიდის ცენტრში მდებარე რესტორან ,,დიარონში” მაშინ მოხდა, როცა დავით სააკაშვილი თანხმლებ ქალბატონთან ერთად სადილობდა.
ვიდეოში, რომელიც ,,თაიმერს”” თვითმხილველმა ექსკლუზიურად მიაწოდა, ჩანს თუ როგორ ეკამათება ორი ახალგაზრდა მამაკაცი სააკაშვილს. ისმის ახალგაზრდების ხმაც, სადაც ერთ-ერთი დავით სააკაშვილს პრეზიდენტ ძმას, მიხეილ სააკაშვილს ახსენებს, რომლის ბრძანებითაც მას ნარკოტიკები ჩაუდეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ახალგაზრდა მამაკაცები მოუწოდებდნენ დავით სააკაშვილს დაეტოვებინა ის ქალაქი, სადაც მისი ძმის რეჟიმმა განსაკუთრებულად შეურაცხყო იგი. რომ მას არ ჰქონდა იქ ყოფნის მორალური უფლება, რადგან ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის სისასტიკის შედეგად სამეგრელოში უამრავი ოჯახი გაუბედურდა, რომ ნაწამები და უკანონო პატიმარი იყო ასეულობით მეგრელი ბიჭი.
კადრში ჩნდება, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც, რომელიც რესტორნის მეორე დარბაზში ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან სადილობდა და ჩოჩქოლის ხმაზე გამოვიდა. ვიდეოში ისმის დავით სააკაშვილის ხმა, რომელიც გუბერნატორს ალეკოთი მიმართავს და შველას სთხოვს. ამავე კადრებში ვხედავთ იმასაც, თუ როგორ განარიდებს მოწერელია ახალგაზრდებს სააკაშვილს და როგორ გაჰყავს იგი რესტორნიდან. ვიდეოკადრების ბოლოს კი სააკაშვილის თანხმლები ქალბატონი განაგრძობს დაპირისპირებას ახალგაზრდებთან, ხოლო გასვლის წინ პირს, რომელიც ვითარებას ტელეფონით იღებდა, ხელს ჰკრავს და გადაღებას აჩერებს.

 

 

https://youtu.be/r-ftZUOKZxs

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიაზუგდიდელები ამტკიცებენ,რომ “ოცნება” ფულის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს სთხოვს