ოთარ დანელია: ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 15:30

ოთარ დანელია: ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ოთარ დანელია: ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

“ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოების პრიორიტულობას ამ საკითხისადმი სახელმწიფოს მიდგომაც ადასტურებს. ხელისუფლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ სფეროში მეწარმეების მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას. ნატურალური რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყების ნათელი მაგალითა საგადასახდო რეჟიმიც, რომელშიც ეს სფეროა მოქცეული”, – აცხადებს დანელია.

მისი თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება სოფლის მეურნეობის სფეროს ამ მიმართულებაში ინვესტიციების განხორციელბას.

“ხელისუფლება კვლავინდებურად მზად არის მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა გამოიჩინოს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სფეროში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავენ და ამ მიმართულებით არის გარკვეული ძვრები. ჩემი ინფორმაციით, მალე უნდა დასრულდება რამოდენიმე ქართული კომპანიის მიერ საკმაოდ სოლიდური საინვესტიციო პაკეტის მოზიდვის პროცედურა. საინვესტიციო პროექტები გძელვადიანი და მზარდი წარმოების დიფერსიფიცირებული განვითარების მხრივაც”, – აცხადებს ოთარ დანელია და დასძენს, – “მიუხედავად კერძო სერქტორის აქტოვობისა აუცილებელია კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდეს სფეროს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, რატა მოხდეს მოსახლეობის უზრუვნელყოფა ნატურალური რძითა და რძის პროდუქტებით’

აგრალური კომიტეტის თავმდომარე მიიჩნევს, რომ ნატურალური რძის პროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება ბიზნესში ყველაზე რენტაბელური და მომგებიანი მომართულებაა, სახელწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პროგრამები კი სფეროს სტიმულირებას და განვითარებას ემსახურება.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 15:30

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics