ზუგდიდელები ამტკიცებენ,რომ “ოცნება” ფულის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს სთხოვს

region
: region მაისი 13, 2019 15:39

ზუგდიდელები ამტკიცებენ,რომ “ოცნება” ფულის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს სთხოვს

150 ლარი პირადობის მოწმობის სანაცვლოდ, 200 ლარი კი 41 ნომრის შემოხაზვისთვის – სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი მოსყიდვის მცდელობასა და დაშინებაზე საუბრობს.

მოქალაქეების ის ნაწილი ვინც ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობილია ამბობს, რომ მათთან „ოცნების” წარმომადგენლები მიდიან და 150 ლარის სანაცვლოდ სთხოვენ გადასცენ პირადობის მოწმობა, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი მზად არის 41 ნომერი შემოხაზოს, „ოცნება“ 200 ლარს იხდის.

„ჩვენთან იყო მოსული ოცნების წარმომადგენელი. ხმის მიცემის სანაცვლოდ გვითხრეს, დაგვპირდნენ, რომ ჩაგვირიცხავდნენ, ჩვენს ბარათებზე, დევნილის ბარათებზე 150 ლარს. ჩემთან, რომ მოვიდნენ მითხრეს, რომ სჭირდებოდათ პირადობა ჩემი და 150 ლარი ჩამერიცხებოდა ჩემს ბარათზე თუ 41 ნომერს შემოვხაზავდი. როგორც ვიცი იყვნენ ბევრთან მისულები,“-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი კამერებთან საუბარს გაურბის. თუმცა პირად საუბრებში ისინი ადასტურებენ, რომ “ოცნება” მათ მოსყიდვას ცდილობს. გაცილებით დიდია ფსონი იმ ამომრჩევლის მიმართ ვინც არც სოციალურად დაუცველთა სიაშია და არც დევნილის სტატუსი აქვს. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი მზად 41 ნომრის შემოხაზვის სანაცვლოდ, არის 850 ლარამდეც კი გადაიხადოს.

„სოციალურად დაუცველები ჩვენ არ ვართ და არაფერი. გვითხრეს რომ 850 ლარამდე თანხა დაგვერიცხებოდა იმ შემთხვევაში თუ მივცემდით ხმას. ანუ პირადობის მოწმობა უნდა წაეღო თვითონ იმას ვინც იყო ჩვენთან მოსულ, ის პიროვნება უნდა მოსულიყო, იმ პიროვნებას უნდა წავეყვანეთ და ხმას მივცემდით თვითონ როგორც უნდოდათ. ხალხი არის ქვეყანა, დევნილების ბინაში, რომ მიხვიდეთ პირდაპირ სახეში გეტყვიან მაგრამ კამერაში არ გეტყვიან იმიტომ, რომ ხალხს ეშინია ბინებს დაკარგავენ, სოციალურს დაკარგავენ,“-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სამეგრელოს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. დასახელდა კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც ამ პროცესში უშუალოდ არიან ჩართულები.

წყარო: რუსთავი 2

region
: region მაისი 13, 2019 15:39

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics