ექსკლუზივი: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ბაღიდან მოცვის ნერგები მოიპარეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დავითიანში (ოქტომბერი), სადაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოცვის ბაღია გაშენებული, აღდგომის ღამეს დიდი რაოდენობით მოცვის ნერგები მოიპარეს.
ეპარქიაში ინფორმაციას არ უარყოფენ, თუმცა არც ადასტურებენ. მამა იოანემ „თაიმერთან“ საუბარში განაცხადა, რომ გარკვევის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდება საინფორმაციო სააგენტოს.
შემთხვევა აღდგომის ღამეს მოხდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოცვის ბაღს მაშინაც და დღესაც გაძლებული დაცვა ჰყავდა და ჰყავს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეპარქიას განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ  სოფელ ტყაიაში  6 ათასი მოცვის ნერგი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა ამჯერადაც უარი განაცხადა პოლიციაში განცხადების შეტანაზე.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის
შემდეგი სტატია„ექსპო ჯორჯიაში”ფეხბურთელები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ