ანა დოლიძე – გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის და ხალხის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებაში 8-9 წლის განმავლობაში იყვნენ, თუმცა ამის შედეგად „როგორც ვცხოვრობთ ამას ყველა კარგად ვხედავთ“.

,,გახარიას პარტიის შექმნა არის დისკომფორტი ირაკლი კობახიძის და თალაკვაძის შემადგენლობისთვის. მთავარ დაკვეთას, რომელიც აქვს ხალხს, ეს პარტია ვერ დააკმაყოფილებს, ვინც მის შემადგენლობაშია ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ამის შედეგად ყველა კარგად ვხედავთ. ეს პარტია ამ ეტაპზე შეადგენს დისკომფორტს კობახიძე-თალაკვაძის გუნდისთვის, მათ აქვთ გარკვეული პიროვნული წინააღმდეგობები, ხალხს რაც სჭირდება – ახალი ძალა, ახალი იდეებითა და ენერგიებით ეს პარტია ვერ იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლებაში უკვე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსზე სულ 134 602 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ბაღიდან მოცვის ნერგები მოიპარეს