ექსკლუზივი-ზუგდიდი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლაშა გოგია “ნაციონალური მოძრაობის” წევრია!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 7, 2017 11:59

ექსკლუზივი-ზუგდიდი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლაშა გოგია “ნაციონალური მოძრაობის” წევრია!

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ «დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” სახელით წარდგენილ კანდიდატების ,,ნაციონალურ მოძრაობასთან,, კავშირის დასადასტურებლად, მან ამ  პირთა პარტიის წევრების მოწმობები გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული დოკუმენტები გახლდათ ,,ნაციონალური მოძრაობის,, პარტიული მოწმობები, რომელიც 2013 წლით თარიღდება და რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს. პრესკონფერნციის კულმინიცია გახდა ქალაქ ზუგდიდის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრობის ფაქტი, რომელიც ასევე პარტიის მანდატით იქნა წარმოდგენილი.
მიქაიას საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თავად მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ განაცხადეს, რომ არასოდეს ყოფილან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
“თაიმერმა” კახა მიქაიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ცენტრალურ ოფისს მიმართა, საიდანაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ნიკანორ მელიას მიერ ხელმოწერილი პასუხი მიიღო :
“თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ლაშა გოგია 2004 წლიდან არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი”

 ჯანაშია ირაკლი – ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; ებრალიძე პაატა – ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; მოქმედი გამგებლები: ფაჟავა ზურაბ – ახალსოფლის გამგებელი; შელია რევაზ – ახალკახათის გამგებელი; პერტაია ვალერი – ორულის გამგებელი; ნინუა ბადრი – ურთის გამგებელი; ჩახაია კობა – კახათის გამგებელი;

 

 

 

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 7, 2017 11:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,629
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics