ექსკლუზივი-ვაკიდან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

სკანდალური ინფორმაცია რომელიც რამდენიმე წუთის წინ „თაიმერს“ მიაწოდეს, ეხება დაახლოებით ერთი კვირის წინ ვაკიდან გატაცებულ 21 წლის ახალგაზრდა კაცს, რომლის გატაცების ამბავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ გახმაურებულა.

„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით გატაცებულის ოჯახს აფხაზეთიდან, კონკრეტულად გალი-ოჩამჩირედან მოსთხოვეს გატაცებულის დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდი  3 მილიონი ლარი.

„თაიმერის“ ინფორმაციით გატაცებული გუშინ გაათავისუფლეს, ის ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 10 პირი, მათ შორის ორი ქალია, დაკავებულთა უმეტესობა იმერეთიდანაა.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება ასევე დაკავებულია პოლიტპატიმარი გვარად მარგველაშვილი , რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი.

ინფორმაციაზე შსს-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

 

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა
შემდეგი სტატიამამუკა არეშიძე-შვილმკვდარი მამების აქციაზე არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა არსებობდა