ექსკლუზივი: “თაიმერისთვის”ახლად დაქორწინებული ეპისკოპოსის ვინაობა ცნობილია

ვინ არის, ის, ახლად დაქორწინებული ეპისკოპოსი, ვისზეც დეკანოზი, ილია ჭიღლაძე და პეტრე კოლხი საუბრობდნენ?!

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მარნეულის ეპისკოპოსი, გიორგი (ლერი) ჯამდელიანი, მესტიის მერის პირველი მოადგილის, ნელი (ნანუჩი) ნავერიანის ქალიშვილზე, მარეხი ჯაფარიძეზე დაქორწინდა.

“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, მესტიის მერის მოადგილე მილოცვებს, უკვე, ოფიციალურად იღებს.

შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსის ქორწინების შესახებ ცნობა დეკანოზმა, ილი ჭიღლაძემ და პეტრე კოლხმა გაავრცელეს, თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ იმ ეპისკოპოსის ვინაობა, რომელიც, შემოდგომაზე დაქორწინდა

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობას ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსმა გიორგი (ლერი) ჯამდელიანმა დაარღვია, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესი, ასევე, ე.წ. “უხრწნელობის” აღთქმა.

ავტორი: ბერდია კალანდია

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას არც დღეს დაესწრება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – პარლამენტზე თავდასხმა, ცესკო-ზე შეტევა, საზოგადოების აზრზე მანიპულირება არის მეთოდები, რომლებსაც ეს პოლიტიკური გაერთიანება იყენებს