ექსკლუზივი-,,ქართული ლეგიონის,, მეთაური: უკრაინის ხელისუფლებას ნდობის მანდატი ამოეწურა

უკრაინაში მებრძოლი ,,ქართული ლეგიონის,, მეთაური მამუკა მამულაშვილი ,,თაიმერთან,, კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.
,,მე მგონი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოსვლა არ უნდა გახდეს საპრობლემო. უკრაინის ხელისუფლებას ნდობის მანდატი უკვე ამოეწურა და წესით ამხელა  უკანონობაზე არ უნდა წავიდნენ,, აცხადებს მამულაშვილი ,,თამერთან,, საუბარში.
,,რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვიცით რომ სააკაშვილის დასახვედრად კრაკოვეცში ,,ატოს,, ბევრი ვეტერანი და უკრაინის პატრიოტების დიდი ჯგუფია ჩასული… ჩვენ რა თქმა უნდა ვერ წავიდოდით და ასეთ აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებდით, რადგან მოქმედი სამხედროები ვართ და საბრძოლო პოზიციებზე ვდგავართ. ამას გარდა, ქართველი სამხედროების იქ ჩასვლა აღიქმებოდა როგორც პროვოკაცია. ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ვიცავთ და ამით ყველა უკრაინელი და ქართველი პატრიოტის გვერდით ვდგევართ,, -განაცხადა ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურმა.
“timer.ge”
banner
წინა სტატიაში,,АТО,, -ს ვეტერანები, ბატალიონ ,,Донбасс,, -ი УНСО-ს ნაციონალისტები სააკაშვილს დახვდებიან
შემდეგი სტატიაპოლონეთის ხელისუფლებამ სააკაშვილის მატარებლის დაძვრა ბრძანა