ზაზა ხუციშვილი: გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი დეპუტატობის კანდიდატი, მარტივად არ მიმიღია

გავმხდარიყავი დეპუტატობის კანდიდატი, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის, რადგან ვარ მოქმედი მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნისთვის მსახურება არის უდიდესი პატივი,- განაცხადა მუსიკოსმა და “ქართული ოცნებიდან“ ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხუციშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ის აქტიური მონადირეა, მას გარემოს დაცვის კუთხით შეუძლია მუშაობა.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პირობას ვდებ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ვარ აქტიური მონადირე, მე მუდმივად ვიცავ კანონებს მონადირულ საკითხებში. ამ მიმართულებითაც შემიძლია აქტიური მუშაობა, გარემოს დაცვის კუთხით. ვთვლი რომ საკითხები არის მოსაგვრებელი, ვთვლი, რომ ნადირ-მფრინველი არის ყველაზე დიდი რესურსი ჩვენი ქვეყნის და მათ სჭირდებათ დაცვა და შემდგომ კანონის ფარგლებში მოპოვება“, – აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ცენტრისტების“ რეგისტრაციაზე ცესკო-ს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – ქალაქ ზუგდიდში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება