ექსკლუზივი-“ელიტ ელექტრონიკსის” სადგურის ფილიალი გაძარცვეს

 “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით “ელიტ ელექტრონიქსის”  სადგურის ფილიალი გამთენიისას გატეხეს. დილით სამსახურში მისულ გამყიდველებსა და დამლაგებელს მაღაზიის კარი გატეხილი დახვდათ. ჩვენთვის უცნობია რა ტექნიკის წაღება მოახერხეს მძარცველებმა. წყაროს ინფორმაციით, წაღებულია დიდი რაოდენობით ლეპტოპები, ვიდეოკამერები და ტელეფონები. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტური სამსახურისა და დაცვის თანამშრომლები მუშაობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაში“უგულავას საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება, ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით” – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი “ლელოში” კვირიკაშვილისა და მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს