ექსკლუზივი: ცისნამი საყვარლიშვილი სილამაზის კონკურსიდან პოლიტიკაში მიდის

,,თაიმერი,, ნიუ-იორკში ცისნამი საყვარლიშვილს დაუკავშირდა… პიროვნებას, რომლის პირადი წარმატებაც აშშ-ში, ქართული სოციალური ქსელში დიდი აჟიოტაჟისა და არცთუ პოზიტიური განხილვის საბაბი გახდა… საბოლოო ჯამში კი, მოშურნეთა ძალისხმევით, ცისნამიმ ის ტიტულიც დაკარგა, რომელიც ქვეყნისთვის შეიძლება პატარა, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო… და რასაც, მისივე განცხადებით, დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია უცხო ქვეყანაში.
– ცისნამი! მოგვიყევი რას აკეთებ ამერიკაში და როდიდან ხარ მანდ?
– ამერიკაში 2013 წლიდან ვარ. იტალიაში როგორც კი მაგისტრატურა დავამთავრე, აქ ჩამოვედი PHD-ის მოსამზადებელი კურსების დასამთავრებლად. შემდეგ დავრჩი და ვცდილობ ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრო. ვაკეთებ და ვასწრებ ბევრ რამეს, რადგან ძალიან ენერგიული და აქტიური ადამიანი ვარ. სწორედ ეგ უკვირთ, თუ როგორ ვახერხებ, მქონდეს სამი სამსახური, ასევე ჰობი – ჟურნალისტიკა და სოციალურ სქელებში აქტიურობა. ამჟამად ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში, რომელიც ძალიან მდიდარ ხალხზეა გათვლილი. მაგალითად ოჯახს უნდა სახლი დაიქირავოს იტალიაში, ჩვენს კომპანიას უხდის თანხას კლიენტი, ჩვენ ვეძებთ მისთვის სასურველ სახლს, ვილას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ვდებთ კონტრაქტს სახლის პატრონთან და კლიენტს ვუშვებთ დასასვენებლად. ასევე ადგილზეც, წყვილს უნდა ლონგ-აილენში ოკეანის სანაპიროზე უქმეების გაკეთება, იხდიან დიდ თანხას და ჩვენ ვეხმარებით საუკეთესო სახლის პოვნაში. მე იტალიურად ვსაუბრობ კარგად და ამის გამო ამიყვანეს. ვინადიან ანაზღაურება მაღალი არ მაქვს და ჩემი ხელფასის უმეტესობა ტაქსებში, აქაურ გადასახადებში მიდის, ასევე შეთავსებული მაქვს ორი სხვა სამსახური. ჩემი უფროსის შვილი გამომყავს სკოლიდან, მიხდიან საათობით და ძალიან არისტოკრატ ქალბატონს ვუწევ კომპანიობას, როდესაც მას სჭირდება. უფრო შაბათ-კვირა, როდესაც მისი ოჯახი მირეკავს. ასევე ვეწევი აქტიურ ცხოვრებას, მომწონს ჟურნალისტიკა, პოლიტიკა, ვიღებ პრეს პასს და ნებისმიერ ადგილად მივდივარ, სადაც პოლიტიკური შეხვედრებია. მაგალითად 7 ნოემბერს ნიუ-იორკის მერის არჩევნებს გავაშუქებ გოგათვ-ზე, პრეს პასი მაქვს… 19 ნოემბერს კალათბურთის თამაშს, სადაც ზაზა ფაჩულია ითამაშებს. მოკლედ, როგორც ჩემი მეგობარი გოგა გოგილაშვილი ამბობს, ყველაგან ცისნამი, ყველგან მე ვარ. რატომაც არა, როცა გამომდის და შემიძლია. მე მხოლოდ მაშინ დავისვენებ, როდესაც მოვკვდები, მანამდე სულ მოძრაობაში ვიქნები თერგივით. (იცინის)
– ქართული სოციალური ქსელის ნაწილი გაღეზიანებულია შენზე… გვითხარით რატომ? რა დაუშავე ამ ხალხს? რას გერჩიან?
– სინტერესო კითხვაა. ეს ყველააფერი მოჰყვა კონკურსს, რომელშიც მივიღე მონაწილეობა… ეს იყო კონკურსი ასაკით დიდი გოგონებისთვის, Ms. Tourism International, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის კულტურული და ტურისტული დიალოგი. ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ უფრო მეტი ამერიკელისთვის მესაუბრა საქართველოს შესახებ და ვთვლი საკმაოდ ღირსეულად ვისაუბრე, ჩვენს ქვეყნაზე. დამიჯერეთ, რაც ამ კონკურში თანხა დავხარჯე, ჰავაის კუნძულებზე დავისვენებდი გემრიელად. მიუხედავად იმისა, რომ სპონსორიც მყავდა და კაბის ფული ქალბატონი დიანა ბაგრატიონის ფონდმა გადამიხადა, ასეთი სახის კონკურსები ისეთი ძვირია აქ, რომ გავტყავდი. ხოდა მე, საკუთარი ჯიბიდან გავიღე თანხა, იმის გამო რომ საქართველოს პიარი გამეკეთებინა, ვიღაციები გამოვიდნენ და დამცინეს, მასხრად ამიგდეს, იღადავეს, მაბრალებენ რომ ქვეყანას ვარცხცენ და ასე შემდეგ. დამიდონ ერთი ფაქტი, სადაც მე საქართველო შევარცხვინე და მესაუბრონ არგუმენტებით. კონკურსზე მოვიპოვე ტიტული, Ms. Tourism International Charity 2018, მის ქველმოქმედება 2018. ჟიურის ძალიან მოეწონა ჩემი ვიდეო, მე ბევრ ადამიანს ვეხმარები, ჩემს რაიონში, გურჯაანში და რითიც შემიძლია ყველას გვერდში ვუდგევარ. მიყვარს ადამიანების დახმარება.

აქ, ღარიბი ხალხისთვის კერძები გავაკეთე, თავად დავურიგე, მოვემსახურე და შესბამისად გავხდი მის ქველმოქმედი. გახარებული გამოვედი და შუაგულ თაიმს სქვერიდან გავაკეთე ლაივ ვიდეო, სადაც ჩემს გულახდილ ემოციებს გიზიარებდით. ჩემთან ერთად იყო, ქართველი ფოტოგრაფი ევა კაპანაძე, რომელიც კონკურსს იღებდა. საქართველომ კი ჩემზე იღლიცინა და არამარტო ჩემზე, არამედ ფერადკანიან ბავშვებზე, რომლებმაც იმავე დღეს, მათი ასაკის კონკურში გაიმარჯვეს. ბოლოს ყველა გამარჯვებულმა სამახსოვრო ფოტო ერთად გადავიღეთ. ვიღაც ქართველმ აიღო, დანომრა ეს სამი ფერადკანიანი… დასცინა და პოსტი დაწერა, თუ როგორ დაბალი დონის კონკურში მიმიღია მე მონაწილეობა. მე ამ ტიპს ვთხოვე რომ პოსტი წაეშალა, რადგან ეს არის რასიზმი და ამერკაში კანონით ისჯება. ვინაიდან მე არ დამიჯერა, ვიფიქრე, ორგანიზატორს გავაგებინებ ამ ფაქტის შესხებ და იქნებ მან მაინც ააღებინოს ფოტოთქო. სრულიად შემთხვევით ორგანიზატორის მაგივრად, ეგ პოსტი იმ ჯგუფში ჩავაგდე, სადაც ყველა მონაწილე იყო. გადაირია ყველა, გაგიჟდნენ ეს რომ ნახეს. მე ბოდიში კი მოვიხადე, მაგრამ უკვე გვიანი იყო… ვიღაც შურიანი ქართველისგან გამომდინარე ჩემი შეცდომის გამო, მის ტურიზმ ამერიკის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ტიტული ჩამოერთვათ. ამას ისიც დაერთო, რომ ძალიან ბევრი ურყოფითი რეაქცია წამოვიდა ქართველების მხრიდან და ამ ყველაფერს ფეისბუქით თვალ-ყურს ადევნებდნენ. რასიზმი დანაშაულია. მე სხვათა ბოროტი ქმედების გამო დავისჯე და დავკარგე დიდი შრომით მოპოვებული ტიტული. ვიღაცისთვის შეიძლება არაფერია, მაგრამ აქ, ამერიკაში მასეთი ტიტულები ძალიან ჭრის და გზას გიკვლავს ბევრ რამეში. ყველა საქველმოქმედო ღონისძიებაში შემეძლო მონაწილეობის მიღება და აქტიურობა. მოკლედ, ამჯერად ბოროტებამ გაიმარჯვა და სიკეთე დამარცხდა, თუმცა ჩემს დადებით ენერგიას მაინც ვერ მოერევიან, იმდენად დიდია ჩემში. ყველაფერი მაგრად იქნება. მე ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და მე ყველაფერი გამოივა.
ხშირად იგივე კითხვას ვუსვავ ჩემს თავს… რა სჭირს ამ ხალხს, რატომ ღიზიანდებიან ასე, ჩემს მიმართ? მე ხომ მათ არც კი ვიცნობ, არ მაქვს მათთან შეხება, არც კი შევხვედრლივარ? შეიძლება ადამიანი გეზიზღებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჰიპერ აქტიურია, სოციალურ ქსელში ბევრს პოსტავს, ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობს, ყველა მეგობარს უკომენტარებს და უბრალოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. გამოვიდეს ყველა მათგანი და მითხრას, პირადად ვის რა დავუშავე? თუ ბოდიში მაქვს ვინმესთან მოსახდელი, მოვიხდი კიდეც იმდენი გამბედაობა მაქვს და მხდალი არ ვარ. იყო ადამიანი ნიშნავს უშვებდე შეცდომებს, ხოლო კარგი ადამიანი არის ყველა ის, ვინც თავის შეცდომებს ხედავს და აღიარებს. არ არის სწორი, როდესაც ჩემი აქტიურობის გამო მდევნიან, მითვალთვალებენ, ჩუმად ფოტოებს მიღებენ, ფეისბუქზე დებენ და ჩემს სიგრძე პოსტებს წერენ. მოდით გულახდილად მითხრან, ვის რა დავუშავე? მიყვარს ცხოვრება, ვარ ძალიან თავისუფალი ტიპი, ყველაფერსი შემიძლია ვნახო ჩემი წილი ბედნიერება და ვერ ვხდები ეს რატომ აღიზიანებთ? მაგათ გამო ცხოვრებაზე უარს ვერ ვიტყვი. ვურჩევ მომბაძონ და დატკბნენ თითოეული წამით. ცხოვრება ხანმოკლეა, დღეს ვართ, ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ. ამერიკაში რომ ადამიანი იცხოვრებ და მეტი საქმე არ გექნება, რომ ვიღაც ცისნამი საყვარლიშვილს სდიო და მისი ცხოვრება აკონტროლო, პრობლემები გაქვს და მეტი ახსნა არ მაქვს. ვიმეორებ ისეთი უწყინარი ტიპი ვარ, ჭიანჭველას არ ვადგამ ფეხს. არ მოვწონვართ ჩემი სილაღისა და აქტიურობის გამო… ეს მხოლოდ ქართველებს, თორემ იტალიელები და ამერიკელები გიჟდებიან ჩემზე. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ცუდი არავისთვის არ გამიკეთებია და არც არავის ვუსურვებ. ყველას ვთხოვ რომ შეწყვიტონ ამდენი აგრესია ჩემზე. ჩემს უკან ჩემი 9 წლის შვილია, რომელსაც 4 წელია დედა არ უნახავს და განიცდის, როცა დედიკოზე ასე საუბრობენ. ასევე, დედაჩემი მოხუცდა უკვე, თან ინვალიდი ქალია და გთხოვთ წნევებს ნუ აუწევთ. მე აქტიურობას ვერ შევწყვიტავ, ასეთი ვარ. თქვენ წამშალეთ, დამბლოკეთ, აღარ მადევნოთ თვალ-ყური და დაისვენეთ. გთხოვთ თავი გამანებეთ. მე თქვენ არაფერს გიშავებთ. გთხოვთ ერთადერთი გამზრდელი დედა მყავს და ნუ მინერვიულებთ. მადლობა და ვიმედოვნებ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ.


– ,,ნაციონალური მოძრაობის,, ერთ-ერთმა, ლიდერმა, რომელიც რამდენადაც ვიცი ლამაზ ქალებს არ ერჩის, ფეისბუქში ,,ნიუ-იორკელი ქოცი,, გიწოდა… ,,ოცნების,, მომხრეობის გამო ხომ არ გიწუნებენ?
– ბატონ პეტრე ცისკარიშვილს ჩემგან სალამი. მე ის წლების წინ, მაშინ როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ინგა გრიგოლიას რეაქციაში გავიცანი. ლამაზ ქალებს არ ერჩისო ამბობთ და მე რა ჭირი მჭირს? (იცინის) მოდი ეგ კითხვა მას დავუსვათ. ბატონო პეტრე, რატომ მერჩით? რა მოხდა? სად ხედავთ ჩემში სიმახინჯეს? არ ვარ არც ,,ოცნების,, მომხრე, არც ,,ნაცების,,. ვარ. ჩემი იდეების და პოლიტიკური შეხედულების მომხრე ვარ. საწყალი ხალხის მხარეს ვარ, ყველა მთავრობას ჯიბეში რომ უზის. ეტყობა ბატონი პეტრე ჩემს პოლიტიკურ პოსტებს არ ნახულობს და ტყუილად შემასხა ტალახი. სულ დღევანდელი მთავრობის კრიტიკაში ვარ და მაგის გამო ზოგიერთები ,,ნაცსაც,, მეძახიან. ნუ ეს ქართული სახადია, მთავრობას აკრიტიკებ ,,ნაცი,, ხარ, ,,ნაცებს,, აკრიტიკებ ,,ქოცი,, ხარ. მოკლედ, მე ცისნამი საყვარლიშვილი ვარ, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკურ სისტემაში და თვლის რომ არც ერთი არ ვარგიხართ. ჩვენ გვჭირდება ახალი ძალა, ახალი ენერგია, ევროპასა და ამერიკაში გაფანტული ყევლა ის ახალგაზრდა, ვინც განათლება მიიღო და ქვეყანა უყვარს. ჩვენ გვჭირდება ბევრი გულანთებული პატრიოტი ადამიანი, რომელიც ამ მთავრობას ისე გაუშვეს სახლებში, როგორც წინა გავუშვით. ახალგაზრდები საქართველოსთვის. ეს ჩვენც გამოგვივა, ჩვენ ამას შევძლებთ!
ბატონი პეტრე ცდება, მისდა სამწუხაროდ. ჩემზე ძალაინ არასწორი შეხედულება აქვს. თუმცა ხომ გაგიგიათ, შავი პიარიც კი – პიარია. ჰო და… ვინაიდან ბატონი პეტრე მე პოსტს მიძღვნის, ეს იმას ნიშავს, რომ უკვე საინტერესო ტიპი ვარ ვიღაცეებისთვის. მადლობა მას უანგარო პიარისთვის. პატივისცემითა და დიდი სიყავარულით, ცისნამი საყვარლიშვილი.
– კახა კალაძეს ქომაგობდაო თბილისის მერის პოსტზე… სიმართლეა?
– არა, კახა კალაძეს არასდროს არ ვქომაგობდი. ვთვლი, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს. კახა ვერასოდეს ვერ გახდება ძლიერი პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მილიონები დახარჯოს პიარ-კამპანიაზე. პოლიტიკოსი უნდა იყოს პოლიტიკური განათლების მქონე, საკმაოდ ნაკითხი, დიდი გამოცდილების მქონე და უყვარდეს ლიტერატურა. წლევანდელ მერის არჩევნებში მხარს ვუჭერდი ალეკო ელისაშვილს და მას დიდი ფესბუქ-პოსტიც მივუძღვენი. გამიხარდა, რომ საკმაოდ მაღალი შედეგი დადო და რომ ხალხში ნდობა ჩნდება დამოუკიდებელი კანდიდატების მიმართ. წარმატებები მას და საქართველოს.

ზოგიერთები იმასაც ამკიცებენ, რომ პიარს იკეთებ და პოლიტიკაში მოსვლა გინდა… საკუთარი პარტიის შექმნას აპირებ თუ ვინმესთან აპირებ გაერთიანებას…?
ზოგიერთები რას ამბობენ და ამტკიცებენ, მე არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს. მე ვარ ადამიანი, რომელმაც 15 წლის ასაკშივე იცოდა რა უნდოდა ცხოვრებისგან. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ვგიჟდებოდი ისტორიულ რომანებსა და ლიტერატურაზე. მიყვარს ნაპოლეონი, რომელიც ყველას გვასწვლის, რომ იყო არაფერი და შეიძლება ერთ დღეს მნიშვნელოვანი გახდე. ყველას აქვს შანსი ამ ცხოვრებაში იყოს მაგარი ადამიანი.

არავინ გახდეს ვინმე, ისე რომ შეიძლება ერთ დღეს ყველამ მისით იამაყოს. მე მივიღე პოლიტიკური განათლება, თუკი ჩემნაირ ყოჩაღ ახალგარზდებს გვერდით შემოვიკრიბავ, თუკი საკმარისს თანხასაც ვიშოვი, ახალი პოლიტიკური ძალებით საქართველოს მომავალს შევცვლით. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ვინც მიცნობს, იცის ცისნამი როგორი ტიპია. რაღაცას რომ თავში ჩავიდებ, წარმოუდგენელია არ გამომივიდეს, ხოდა როცა რაღაც გულით გინდა, მთელი სამყარო გეხმარება ამის განხორციელებაში. მე ჩემი აქტიურობით აქ, ისეთ ხაზზე გავდივარ, რომ ყველაფერს მოვახერხებ. მთავარია ქართველმა ხალხმაც ისურვოს ახალი ენერგია სათავეში, მხარი დაგვიჭიროს არჩევნებში და გავიმარჯვოთ. მე ხალხიდან მოვდივარ, მე კარგად მესმის მათი. ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე და ვიცი რას ნიშნავს გაჭირვება, რას ნიშნავს გყავდეს ინვალიდი, უსინათლო მშობელი, რას ნიშნავს შრომობდე მუხლჩაუხრელად 16 წლიდან, რას ნიშნავს დარჩე მარტო ორი თვის ბავშვით ხელში და მეუღლემ მიგატოვოს… რას ნიშნავს არ გქონდეს შენი ჭერი… რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა… იბრძოდე მარტო და აღწევდე მიზანს. მე, დღეს არა თუ ერთი, არამედ უკვე სამი სახლი მაქვს, ფეხზე მყარად ვდგევარ. ორი დიპლომი, უცხო ენები და საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოდილებით სავსე ხურჯინი დამაქვს ზურგით და ვიცი რომ ყველაფერს მოვახერხებ. მე შემიძლია კარგი მაგალითი ვიყო ყველასთვის, ვისაც ამ ყველაფრის გადალახვის ეშინია და მათ ვუთხრა, რომ მე თუ შევძელი, თქვენც გამოგივათ, თქვენ ჩემზე მაგრები ხართ. მე კიდევ ბევრ რამეს შევძლებ, ბევრი რამ გამომივა. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას და ვუთხრა, რომ თუ ღმერთი შენთან არის შენ მარტო არ ხარ და ვერასოდეს ვერავინ დაგამარცხებს. God is with me! (ჩემთან არს ღმერთი! რედ.)

ესაუბრა კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, კიევში მეგის ქარდავა დააკავეს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა