ექიმის განცხადებით, გუშინ დაშავებული უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ალადაშვილის კლინიკის ქირურგის, კახა დანგაძის განცხადებით, გუშინ დაჭრილი უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

როგორც მან აღნიშნა, ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის შემდგომ, რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია.

„უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ღამის განმავლობაში რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია. სუნთქვის პარამეტრები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია და გრძელდება შემდგომი სტაციონალური მკურნალობა. ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. რადიოლოგიური მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. მისი გამოწერა დამოკიდებულია უშუალოდ პროცესზე, დრენაჟის ამოღების შემდეგ 24 საათში ხდება მსგავსი ტიპის პაციენტების გაწერა“, – განაცხადა დანგაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის
შემდეგი სტატიაპირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია