ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2018 11:56

ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

კლინიკის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

„პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან“-ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2018 11:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics