დავით სერგეენკო : არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი

მთავრობა რეაგირებს ნებისმიერ გამოწვევაზე, რომელიც არის საზოგადოებაში და რეაგირებს ადეკვატურად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, შესაძლოა თუ არა, რომელიმე მინისტრმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

„რაც ქვეყანას ვემსახურები ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, თუ სწორად მახსოვს, 50-55-ზე მეტი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა ამ 6 წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი.

სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას თავისი ფორმატი აქვს და ეს უნდა გაცხადდეს შესაბამისი ფორმატით ასე ცალკეული კომენტარებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : სამთავრობო ცვლილებებზე ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის