“გადაცდომა კი არა დასაჭერები არიან ყველა ვინც იყო სასადილში” – სარალიძე გენინსპექციაში მივიდა

ზაზა სარალიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მივიდა. სარალიძე უწყებაში გუშინდელ ინციდენტთან დაკავშრებით იმყოფება. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სასადილოდან და დააბრუნეს სასამართლო დარბაზში.
ზაზა სარალიძე ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, რომლებიც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ და აცხადებს, რომ ეს იყო ზეწოლა:
“ეს იყო ზეწოლა ჩემს მიმართ, კუპრავას მიმართ, ლაგვილავას მიმართ, გადაცდომა კი არა დასაჭერები არიან ყველა ვინც იყო სასადილში, კონკრეტული პოლიციელბი,… სამართლებრივი ფორმა უნდა მიეცეს რაც მოხდა” განაცხადა სარალიძემ უწყებაში შესვლამდე.
რაც შეეხება აქციებს, სარალიძე ამბობს, რომ სოლიდარობის აქცია გაგრძელდება და შეძლებისდაგვარად თავადაც მიიღებს მონაწილეობას, იქიდან გამოდინარე, რომ თვალყური უნდა მიადევნოს გამოძიებას, უნდა იაროს საგამოძიებო კომისიის სხდომებზე და ა.შ. სარალიძე კვლავ აცხადებს, რომ “ბესელიას სალაპარაკოდ არ დაუჯდება”

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ქუჩები დაიტბორა
შემდეგი სტატიაექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს