ექიმების თქმით, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება

ის რაც ეთერს მიღმა ხდებოდა

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს კომპექსური გამოკვლევა ჩაუტარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. როგორც ექიმმა რეანიმატოლოგმა, ხათუნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნება.
რესპუბლიკური კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის ექიმების თქმით, ისინი ნიკა გვარამიას 24 საათიან ჰოსპიტალიზაციას საჭიროდ მიიჩნევენ, თუმცა გადაწყვეტილება თავად პაციენტმა უნდა მიიღოს.

 

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks-ი აშშ-ს დაზვერვის გამოძიებას აკრიტიკებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს