WikiLeaks-ი აშშ-ს დაზვერვის გამოძიებას აკრიტიკებს

WikiLeaks-მა ინფორმაციის წყაროები გააკრიტიკა, რომლის საფუძველზეც აშშ-ს დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზეა საუბარი. “მოხსენებაში “რუსი ჰაკერების” შესახებ საინტერესო რამ წერია, რომ ის სატეელვიზიო პროგრამებსა და “ტვიტერზეა” დაყრდნობილი” – ორგანიზაცია “ტვიტერის” საკუთარ ბლოგში აქვეყნებს.
ადრე “ვიკილიქსმა” განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის მოხსენება “რუსული ჩარევის” შესახებ არ უარყოფს რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო პარტიის ჩაურევლობას საიტის საქმიანობაში.

რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში ეხმარებოდა – საუბარია აშშ-ს დაზვერვის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც დონალდ ტრამპისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
მოხსენებიდან გრიფი “საიდუმლო” მოხსნეს. მასში საუბარია იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა ისეთი კამპანიის ორგანიზების შესახებ, რომლის მიზანი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იქნებოდა. კამპანიის მიზანი მოსახლეობაში საპრეზიდენტო არჩევნებისადმი ნდობის დაკარგვა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის დისკრედიტაცია იყო.

დოკუმანტაციის პუბლიკაციის შემდეგ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ საარჩევნო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხმის მიცემის მოწყობილობები და მონაცემთა ბაზა, “კრიტიკულად მნიშვნელოვნად” აღიარა და ხმის მიცემის მანქანების და ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის ჰაკერული თავდასხმისაგან დაცვის მექანიზმების შემუშავების შესახებ განაცხადა.

დოკუმენტის გასაიდუმლოებულ მასალაში დაწვრილებით არ არის მოცემული პუტინის სავარაუდო ჩარევის შესახებ, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა ჩაიდინა შემდეგი ქმედებები:
– გატეხა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და პარტიის მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტები,
– გამოიყენა შუამავლები, მათ შორის WikiLeaks, DCLeaks.com და ჰაკერი Guccifer 2.0,იმისათვის, რომ მიღებული ინფორმაცია გაესაჯაროვებინა.
-აფინანსებდა პროპაგანდას და ორგანიზება გაუწია ინტერნეტ-ტროლების მუშაობას.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰაკერულ შეტევებს არანაირად არ უმოქმედია არჩევნებზე, ამავე დროს სპეცსამსახურებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიისარელი გაეროს დაფინანსებას ამცირებს
შემდეგი სტატიაექიმების თქმით, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება