ექიმები პატრიარქს გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებას ურჩევენ

ექიმები საქართველოს პატრიარქს გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება. როგორც საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესის დაწყების გამო, ექიმების კონსილიუმმა გამოითქვა მოსაზრება, რომ უწმინდესი გერმანიაში გადაეყვანათა, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნებოდა.

„ექიმების კონსილიუმი ჩატარდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ უწმინდესი გერმანიაში გადაეყვანათ, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნებოდა.
უწმინდეს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს. ინფექციის დროს ნაღვლის ბუშტის ანთება დაიწყო და ეს უნდა ჩავაქროთ, რომ საოპერაციო არ გახდეს. მაგრამ თუ ანთებითი პროცესი არ ჩაქრა, შეიძლება დადგეს ოპერაციული ჩარევის საკითხი. ამიტომ ექიმები ფრთხილობენ და წარმოიშვა აზრი, რომ გერმანიაში გადაეყვანათ. პატრიარქი უარს ამბობს და ექიმებს არ თანხმდება. თავად უწმინდესი ყოველდღე უკეთესად გრძნობს თავს. სავარაუდო გართულებები ყოველთვის არის, როდესაც რაიმე ინფექციაა, შესაძლოა გამოჩნდეს ასეთი პრობლემა, რომელსაც დროზე უნდა მოვუაროთ. თუ გაგრძელდა და სხვა სახე მიიღო, ოპერაციული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ამაზეა მუდმივად საუბარი და მსჯელობა. უწმინდესისთვის უმჯობესია დაკვირვების ქვეშ იყოს გერმანიაში“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაჩაქუჩი მომხვდა თავში… ლიფტებს ანგრევს, – დაპირისპირება ბერი ნიკოლოზის მრევლსა და მოსახლეობას შორის