EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე კობახიძე ევროპის ყველაზე დიდ, სახლო პარტიას, კრიმინალური პარტიების გაერთიანებას უწოდებს. კობახიძის თქმით, რეზოლუცია, სადაც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ, სწორედ ასეთი გაერთიანების მხარდაჭერის ხარჯზე გავიდა:

“მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. ძირითადად, სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა მას. ეს არის EPP, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ასე ვთქვათ, ევროპული გაერთიანება, სადაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში. საუბარია ნაცმოძრაობაზე და ევროპულ საქართველოზე. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა. ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში ანუ, კრიმინალური პარტიები რჩებიან ევროპულ პარტიაში, მანამდე იქნება სერიოზული პრობლემები.” ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რატომ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს სალომე ზურაბიშვილი გაუგებარია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ეკა გიგაური, რომელიც 20 წელია, ბრეჟნევივით ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელია და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, უკან იხევს, რადგან მეორე ფრონტზე აზრის მომწიფება არ გამოუვიდა