ენტონი ბლინკენი ბრიუსელს ეწვევა და NATO-ს მინისტერიალს დაესწრება

22-25 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელს ეწვევა, სადაც ის NATO-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებს, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

“ვფიქრობ, თქვენ ყველამ იცით და გსმენიათ პრეზიდენტისა და მდივნისგან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია NATO და ევროპელები, როგორც გადამწყვეტი პარტნიორები აშშ-ს მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, დაწყებული კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვით, რომელიც მართავს ჩვენს საერთაშორისო სისტემას, დამთავრებული კოვიდ პანდემიით და ეკონომიკური პროგრესით”,. –  განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია,  NATO-ს შეხვედრაზე ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილავს ტრანსატლანტიკურ ალიანსზე შემოთავაზებულ ცვლილებებს, ასევე, ჩინეთზე, რუსეთზე, კლიმატის ცვლილებებზე, კიბერ და ენერგო უსაფრთხოებაზე არსებულ შეშფოთებებს და სხვა საკითხებს.

რიკერი ელის, რომ ბლინკენი ევროპელებთან ერთად სხვა საკითხებთან ერთად ბელარუსის საკითხსაც განიხილავს.

“ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ევროპელებს, რომლებიც მხარს უჭერენ მამაც ბელარუს ხალხს, რომლებიც უბრალოდ ითხოვენ რომ ჰქონდეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მათ შეხედულებებს და ჩვენ გავაგრძელებთ ბელარუს ხალხთან დგომას და ასევე მსოფლიოში ყველასთან, რომლებიც დემოკრატიული თავისუფლებების გამოყენებას ესწრაფვიან და ამგვარი სისასტიკის წინაშე დგანან”. – აცხადებს რიკერი.

ეს სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

ენტონი ბლინკენი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვისთან ერთადაც განიხილავს კორონავირუსის პანდემიას, ეკონომიკის აღდგენას და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევის საკითხს.

 

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: კვირას 11.30 საათზე ვიკრიბებით და მივდივართ დათა პაპას გასვენებაში
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრეზიდენტი: შესაძლებლობა გვაქვს, რომ „ასტრაზენეკას” დაგეგმილი ექსპორტი ავკრძალოთ