„ენმ“-ს კედელი უფრო ხარისხიანად რომ გაეკეთებინა, რამდენიმე წელიწადში მისი გამოცვლა არ გახდებოდა საჭირო – ნარმანია

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე კედელი უფრო ხარისხიანად რომ გაეკეთებინა, რამდენიმე წელიწადში მისი გამოცვლა არ გახდებოდა საჭირო – დედაქალაქის მერი “ენმ”ს- პოლიტსაბჭოს წევრს, გოგა ონიანს პასუხობს:

„ჩვენ იძულებული ვართ წელს ეს კედელი გამოვცვალოთ და აღვადგინოთ. ამიტომაც ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი დაფინანსება. თავის დროზე, უფრო ხარისხიანად რომ გაეკეთებინათ, მისი რამდენიმე წელიწადში ჩანაცვლება აღარ იქნებოდა საჭირო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის გოგა ონიანის განცხადებით, მერიამ 100 ათასობით ლარი არამიზნობრივად დახარჯა.
„ავლაბრის მეტროსთან ვერტიკალური სკვერის გახმობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ 133 ათასის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მის აღდგენას გულისხმობს. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გასულ წელს მერიამ 100 ათასობით ლარი გადაიხადა მის მოვლაში. იმის ნაცვლად, რომ სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის დაესკისრებინა მისი აღდგენა“, – განაცხადა გოგა ონიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენი რუს პარლამენტარებს ხვდება
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში ბოევიკების თავდასხმის გამო სამხედროები დაიღუპნენ